Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართველი ეკონომისტის აღიარება სამეფო ეკონომიკური საზოგადოების მიერ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვლადიმერ (ლადო) პაპავა ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის 2025 წლის 1 მაისიდან გახდა სამეფო ეკონომიკური საზოგადოების (დიდი ბრიტანეთი) ნამდვილი წევრი (Founding Fellow) (https://res.org.uk/the-royal-economic-society-announces-founding-fellows/?utm_campaign=Dotdigital&utm_medium=email&utm_source=Royal%20Economic%20Society&dm_i=7O8I,R2LS,1O14D3,2AC15,1). აკადემიკოსი ლადო პაპავა ამ პრესტიჟულიეკონომიკური პროფილის საზოგადოების რიგითიწევრი (Member) 2006 წლიდან იყო.

სამეფო ეკონომიკური საზოგადოება (Royal Economic Society) დიდი ბრიტანეთის წამყვანი ეკონომიკურიასოციაციაა (https://res.org.uk/about-us/). იგი დაარსდა 1890 წელს, და სამეფო ქარტია 1902 წელს მიიღო. სამეფოეკონომიკური საზოგადოება 4 000 წევრს აერთიანებს, და ისინი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანასწარმოადგენენ. ამ წევრების თითქმის ნახევარი დიდიბრიტანეთიდანაა.

სამეფო ეკონომიკური საზოგადოების პრეზიდენტიაცნობილი კვიპროსელ-ბრიტანელი ეკონომისტი,პროფესორი, სერ კრისტოფერ პისარიდესი (Professor Sir Christopher Pissarides), რომელსაც ეკონომიკაში ნობელის პრემია 2010 წელს მიენიჭა.